weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობაურს ბრალი ლორა სმიტის გაუპატიურების და მკვლელობის მუხლებით დაუმძიმდა

18:54 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018
ფოტოზე ლორა სმიტი შვილთან ერთად ფოტოზე ლორა სმიტი შვილთან ერთად

ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

აქამდე მალხაზ კობაურს ბრალი 43 წლის რაიან სმიტისა და მისი 4 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალის დამძიმების შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აგრეთვე, ლორა სმიტის გაუპატიურება - დანაშაულები გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაშია.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

 

ამ თემაზე:

მალხაზ კობაურის აღნაგობის ადამიანი რაიან სმიტს დაზიანებებს ვერ მიაყენებდა – ადვოკატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]