weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შინდისის გმირების მემორიალს სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ

11:00 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. შიდა ქართლის გუბერნიის აპარატმა და თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მემორიალის დარბევის შემდეგ მიიღეს.

„ცოტა ხნის წინ ვანდალურად იქნა დარბეული მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელიც მემორიალთან პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძესთან ერთად იმყოფებოდა.

შინდისის გმირების მემორიალი 28 სექტემბერს დაარბიეს.  

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]