პატრიარქთან წყვილი მშობლებთან და მეჯვარეებთან ერთად იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში პატრიარქთან სტუმრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ილია მეორე საპრეზიდენტო არჩევნებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ, მისი აზრით, ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
„ამ არჩევნებით, მემგონი, ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ხალხმა აირჩია ხელისუფლება და ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებს, თუმცა კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.