რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ხანძრის ეპიცენტრში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ადგილზე 55 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებიც. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.