weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აწყურთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

10:20 კვირა, 11 ნოემბერი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი გარდაიცვალა, 10 ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დაშავებულთაგან ცხრა მიკროავტობუსით მგზავრობდა, ერთი კი შსს-ს თანამშრომელია, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.

ავარია მოსახვევში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარით, ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]