ლაშა ტალახაძემ, რომელიც სუპერმძიმე წონაში ასპარეზობს, პირველ მისვლაზე მან 207 კგ დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რამდენიმე წუთში კი საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კგ აიტაცა.
აკვრაში ტალახაძემ 245, 252 და 257 კგ დაძლია. სამივე მისვლა სარეკორდო გამოდგა. ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში (474 კგ.), სადაც საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენა.
აშხაბადში ჩატარებულ ტურნირზე სუპერმძიმე კატეგორიაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველის სპორტსმენი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ატაცში 203 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. თურმანიძე ასპარეზობას ტრავმის გამო გამოეთიშა