weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ – შს მინისტრი

13:06 კვირა, 11 ნოემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შსს-ს თვითმიზანი კარავი არასდროს ყოფილა, სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია დესტაბილიზაციის რისკის შესახებ და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

„ჩვენ ვდგევართ ჩვენი მოქალაქეების გვერდში, ყოველთვის. ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება.

კარავი არასდროს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა, დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა რისკების შესახებ იყო ინფორმირებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დასაცავად  „მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“ გამოიყენებენ და შესაბამის დანაყოფებს გააძლიერებენ.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა გახარიამ.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა, რაც არაერთხელ გახდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, შვილმოკლულ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ დაგეგმეს. აქცია 10 ნოემბერს, 20:00 საათიდან დაიწყო. პოლიციამ დემონსტრანტებს ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა მოახერხეს და ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]