weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კასრისწყლის სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის საქმეზე 38 წლის მამაკაცი დააკავეს

13:26 კვირა, 11 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ 10 ნოემბერს, ღამის საათებში, სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]