weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიანიჭეს

19:16 კვირა, 11 ნოემბერი 2018

ჩხოროწყუს მერიამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხუთ მოქალაქეს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიანიჭა.

გიორგი გახარია, რომელიც ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებს, წარმოშობით ჩხოროწყუდან არის. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, საპატიო ჩხოროწყუელის წოდება ასევე მიენიჭა დემურ ანთიას (ხელოვანი, სკუპლტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი), რევო ესართიას (მხატვარ-დიზაინერი, სამუსიკო სკოლის პედაგოგი), ნუგზარ ჟვანიას (ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი) და ბაბუცი თოლორდავას (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი).

საპატიო ჩხოროწყუელები სახალხო ზეიმზე „კოლხური შემოდგომა“ დაასახელეს. ღონისძებაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]