weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბერას ჯვრისწერის გამო ტაძრიდან მლოცველები არ გამოუყრიათ – სვეტიცხოვლის საძმო

00:38 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

სვეტიცხოვლის საძმო ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ნანა გუდავაძის ჯვრისწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს, სიმართლე არ არის.

„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებდნენ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბერამ „სვეტიცხოველი დახურა“ და „მოკვდავები გამოაბრძანეს“.

ჯვრისწერას გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. როგორც მან თქვა, ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებული იყო და სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს.

„გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის. ჩვენი სამშობლოა. სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის, არ დაკეტილა ამდენი წლის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების არ შეშვების, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს.

ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს ფეოდალიზმია. არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარიულ ბანკში. სვეტიცხოველი და მცხეთა უკუთვნის ყველას, ევაკუაცია თუ გნებავთ, გაუკეთეთ თქვენს პირად სახლს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჯვირსწერას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეკომპანია „პირველი“. ჟურნალისტები ცერემონიას ტაძრის შესასვლელიდან ადევნებდნენ თვალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]