weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024
×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 1000002

მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის მზომი მოწყობილობები დამონტაჟდა

13:17 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018
სტიქია ჭუბერში / არქივის ფოტო სტიქია ჭუბერში / არქივის ფოტო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.

აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება.

„ახლად დამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს მდინარე ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

5 ივლისს, ძლიერი წვიმის შემდეგ ჭუბერის ხეობაში მთა ჩამოიშალა, მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. მოგვიანებით წყალმა მეწყერი გაარღვია და ჭუბერის ხეობის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ ხიდები და გზები წაიღო, 27 სახლი დატბორა, 7 დააზიანა, ერთი კი დაანგრია. გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ათამდე სოფელი. რამდენიმე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ განაცხადა, რომ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოგვიანებით გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტების დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ სტიქია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლამ, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურმა პროცესმა გამოიწვია.

ადამიანის უფლებებზე და მწვანე საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, განცხადება, რომ „ნენსკრა-ჰესის“ მშენებლობის პროექტსა და სტიქიურ მოვლენას შორის კავშირი არ არსებობს, მცდარია. ისინი სტიქიის გამომწვევი რეალური მიზეზების შესწავლასა და შეფასებას ითხოვდნენ.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]