თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტივენ ლაიენსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითადი თემა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაც იყო.
ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.