„ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ შშმ პირებთან შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.
„საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.