weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაქოში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარე დააპატიმრეს

11:48 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს“ თავმჯდომარეს და შეიხ მირტაგი ასადოვს, ბაქოს ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სათემო რადიო „მარნეული“ ავრცელებს.

რადიოს ცნობით, ასადოვის ადვოკატმა სასამართლო განჩინება მოიპოვა, რომლის თანახმად, მირტაგი ასადოვი 8 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში, 12:30 საათზე, ნარიმანოვის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლთან იმ დროს დააკავეს, როდესაც მობილურზე ხმამაღლა საუბრობდა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.

მირტაგი ასადოვს  აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510-ე და 535-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სამართალდამცავის ან სამხედრო პირისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მირტაგი ასადოვი არა 8 ნოემბერს, არამედ 7 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. მძღოლის თქმით, შეიხი ასადოვი თავდაპირველად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ გაზახის რაიონულ პოლიციაში გადაიყვანეს, იქიდან კი ქალაქ ბაქოში.

ოჯახის წევრების თქმით, შეიხი 7 ნოემბერსვე ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეუღლეს და თავისი გადაყვანის ამბავი ამცნო. „მარნეულის“ სათემო რადიოს ინფორმაციით, ადვოკატს და მეუღლეს პატიმრის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]