„პირველ სართულზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ ყველამ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ბიზნესსექტორი წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად ჩაერთვება.
„შარშან, როცა მიმდინარეობდა წინასაახალწლო მზადება ძალიან კარგი მიმართულება დავამკვიდრეთ იმ თვალსაზრისით, რომ წინასაახალწლო მორთვაში ჩართული იყო ბიზნესსექტორი, მოსახლეობა და დღეს უკვე თვითონ გვიკავშირდებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული ლოკაციები, სადაც სხვადასხვა კომპანიები ალამაზებდნენ ადგილებს. ეს ტენდენცია წელსაც გვინდა გაგრძელდეს. ბიზნესი აქტიურობს“, – განაცხადა კალაძემ.