weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჟინვალის წყალსაცავში ცემენტმზიდი გადავარდა

22:40 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

ჟინვალის წყალსაცავში ცემენტმზიდი გადავარდა. შემთხვევა წყალსაცავის მარცხენა მხარეს, ფშავისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ჩინთსა და სოფელ თვალივს შორის მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მყვინთავები და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი. 

„სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ცუდი ხილვადობის და წყალსაცავის სპეციფიკის გამო ვერ ხერხდებოდა. წყლის სიღრმე ათობით მეტრია, ზედაპირის ქვეშ კი დინებები და შენაკადებია. რისკების მიუხედავად, მყვინთავები წყალში ჩავიდნენ“, – უთხრეს „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები წყალსაცავში არსებული ვითარების შესასწავლად და ოპერაციის დასაგეგმად მუშაობას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფება ჟინვალის სჰიდროელექტროსადგურის წარმომადგენელიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]