სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ მამაკაცს ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, რამაც ფილტვის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.