აფეთქება ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ბინა და კორპუსის ეზოში გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა.