weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

17:26 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა, ქალის ცხედარი იპოვეს. მეორე სართულზე ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

აფეთქების შედეგად რამდენიმე ბინა და კორპუსის ეზოში გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]