weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უშგული-მესტიის გზაზე 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

10:31 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო 10 კმ სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ხიდს. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

„მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება დამატებით 13 კმ-იან მონაკვეთზე. საერთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ გზის რეაბილიტაცა დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდან-ლასდილამდე მიმავალი 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთის დააკავშირებს ერთმანეთს, 2019 წლიდან დაიწყება. ამ დროისთვის გზის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს.

„2018 წლის ოტომბრის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]