weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორშა-შატილის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

10:49 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან 106-ე კილომეტრამდე (კორშა-შატილი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი).

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაა აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან 104 კილომეტრამდე მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]