weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისში 25 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

11:49 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

ქუთაისში მდებარე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი, 25 წლის ემილ ხოფერია გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 ნოემბერს, დაახლოებით 3:30 საათზე, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.

„თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია“, – განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები.

„რუსთავი 2“-თან საუბრისას გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ. მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

ოჯახისთვის საეჭვოა ის წერილიც, სადაც პატიმარი თვითმკვლელობაზე წერს. ემილ ხოფერიას ბიძა, ავთანდილ ხოფერია ამბობს, რომ წერილი ქართულ ენაზეა დაწერილი მაშინ, როდესაც ემილ ხოფერიამ ქართული კარგად არ იცოდა. „რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართულად წერა არ იცოდა“, – ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]