weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

09:52 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

რამდენიმესაათიანი დაგვიანებით შესრულდა კომპანია „ატლას გლობალის“ რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით. მიზეზი უამინდობა გახდა, რის გამოც ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლში დაეშვა. მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რასაც პანიკა მოჰყვა.

მომხდარის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.

„ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან. ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.

ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით მგზავრები სტამბილიდან თბილისში სხვა თვითმფრინავით გამოამგზავრეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]