შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 ნოემბერს, საღამოს საათებში სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცემენტმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.
მაშველება ცემენტმზიდის და მასში მყოფი მძღოლის ადგილმდებარეობა რამდენიმე საათში დაადგინეს, თუმცა, განსაკუთრებულად რთული პირობების გამო წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 16 მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.