2019-2023 სასწავლო წლისთვის აკადემია კურსანტებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამანქანო ინჟინერია. აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.
მონაწილეობისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- წარდგენილი კანდიდატის ასაკი: 17-23 წლამდე;
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი: კანდიდატი უნდა ფლობდეს სრული ზოგადი განათლების ატესტატს;
- სტანდარტიზებული ტესტი - SAT ან ACT;
- ინგლისური ენის სტანდარტიზებული ტესტი TOEFL;
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს და უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების ტესტი.
საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსში და უნდა მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო 40 კანდიდატს შორის.
ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ აქ.