weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

12:39 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის გზაზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. მათი შეფასებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +9, +14° იქნება, მთაში +3, +8°; მაღალმთაში 0, +5°.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15° იქნება, მთაში +5, +10°, ხოლო მაღალმთაში 0, +5°.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]