weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ ორსული ცოლის სისტემატურ ცემაში ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

13:23 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ორსული ცოლის მიმართ სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში, თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატურად სცემდა და ძალადობდა ექვსი თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ის 2018 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„თ.ხ. დაზარალებულს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ რამდენჯერაც მის გამო ციხეში გატარებული თვეები გაახსენდებოდა, იმდენჯერ სცემდა. თ.ხ.-ს მხრიდან განხორციელებული ინტენსიური ხასიათის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად ც.წ.-მ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა თ.ხ. 15 ივნისს დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარუდგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]