შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.