weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მიხეილ გიორგაძე ყვარელში ავარიაში მოჰყვა

17:52 კვირა, 18 ნოემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ავტომობილი, რომელსაც გიორგაძე მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან ბაღებში გადავიდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიხეილ გიორგაძე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, პაციენტს გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, რის შემდეგაც მან საავადმყოფო დატოვა.

სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოსთან“ განაცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძე ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი და ექიმებს ხელოვნურ კომაში ჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]