weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, პოლიციელმა შინ მიმაცილა – ლაშა ნაცვლიშვილი

10:17 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018
ფოტოზე ლაშა ნაცვლიშვილი ფოტოზე ლაშა ნაცვლიშვილი

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და დაადასტურა, რომ ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საჭესთან „ზომაზე მეტად“ ნასვამი იჯდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სახლში მიაცილა.

„ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული. უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 2017 წლის ივლისშია ჩაწერილი და ნაცვლიშვილის მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასახავს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ანონიმური წყარო, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციელია, ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას. მისივე თქმით, ნაცვლიშვილმა საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა და ალკოტესტით შემოწმებაზე უარი განაცხადა. „რუსთავი 2“-ის წყაროს განცხადებით, როდესაც მან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელობას მიაწოდა, მისი გაშვების ბრძანება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]