საავტმობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. როგორც გზების დეპარტამენტში განაცხადეს, გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო ავტომანქანები 14:00 საათამდე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
დადგენილი რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.