მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთო ჯამში მილიარდნახევრიანი დავალიანება განოლდება.
„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც 2000 ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათაზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება ჩვენს მოქალქეებს უნოლდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვალების განოლების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.