weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფოთში მერიის შენობაში ადგილობრივები შეიჭრნენ და მეორადი ტანსაცმლის ფუთები დაიტაცეს

19:03 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

ფოთში, მალთაყვის უბანში, მერიის წარმომადგენლის შენობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეიჭრნენ და მეორადი ტანსაცმლის ფუთები წაიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით გოგოხიას განცხადებით, ხელისუფლებას ტანსაცმელი წინასაარჩევნოდ, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა, რამაც სხვა სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

„დღეს, „ქართულ ოცნებას“ წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა ე.წ. მეორადი ტანსაცმლის ფუთები, რითაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა ადამიანების მოსყიდვა. ამის შესახებ გაჭირვებულმა მოსახლეობამ გაიგო. ისინი შეიკრიბნენ და ითხოვდნენ, რომ დახმარება მათთვისაც გაეწიათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარბაზის კარი ჩაკეტეს და დახმარებაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მეორად ტანსაცმელს მხოლოდ სიაში მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა.

გაჭირვებულმა ადამიანებმა დარბაზის კარი თავად გახსნეს და ფუთები წაიღეს“, - ამბობს დავით გოგოხია. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც მან გაავრცელა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ბრალდებას უარყოფს. როგორც მან „რეგინფოსთან“ საუბარში განაცხადა, მეორადი ტანსაცმელი სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს მთელი წლის განმავლობაში ურიგდებათ.

„ეს არჩევნებს არ უკავშირდება. მეორადი ტანსაცმელი ერთ-ერთმა კომპანიამ გადმოგვცა და მას სოციალური პროგრამის ფარგლებში შეჭირვებულ მოსახლეობას ვურიგებთ. შეჭირვებული მოსახლეობის სპეციალური სიებია და დახმარებაც ამის მიხედვით გაიცემა. დარიგების დროს მოხდა გაუგებრობა“, - აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]