weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – 2018 წლის შეჯამება

15:03 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს. ანგარიშის მიხედვით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ფაროსანას მექანიკური განადგურება როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]