weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უცხოელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება – ნიკა მესხი

18:09 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

„ქართველ ფიტოსანიტარებთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები უცხოელი სპეციალისტების ჩართულობითაც მიმდინარეობს“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ნიკა მესხის განმარტებით, უწყება აქტიურად იყენებს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს.

დეპარტამენტის უფროსი იხსენებს, რომ როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა დადგა, უწყებამ უცხოელ მეცნიერებს იმთავითვე მიმართა და სწორედ მათი რეკომენდაციებით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ახლაც მიმდინარეობს.

მესხი აღნიშნავს, რომ პროგრამიდან მიღებულ შედეგებს უცხოელი სპეციალისტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]