weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

21:21 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება, ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელი საყანე და საკარმიდამო ფართობებიდან სახლებში და შენობებში გამოსაზამთრებლად ინაცვლებს. სანამ მოსახლეობას ბაღლინოჯს მოზამთრე ფაზის დროს ბრძოლის მექანიკური საშულებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, მანამ ვნახოთ როგორი იყო გურიში აზიური ფარიოსანას გავლენა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

სიმინდი

გურიის სოფელ რცხმელისხიდის მცხოვრებ ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი, გასულ წელს კი 1 ჰექტარზე გაშენებული კულტურა აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა. გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მავნებლის წინააღმდეგ რამდენიმე წამლობა ჩაატრა და 3-ჯერ მეტი მოსავალი მიიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს რომ, 2018 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში მავნებლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები არ განცოხრიელებულა და ზვიად გობრონიძის მსგავსად მოსავალი ადგილობრივების უმრავლესობას გაუფუჭდა. წელს როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან, სადაც შებამის სამუშაოები – ყანების ქიმიური პრეპარატით დამუშავება განხორციელდა ფერმერებმა სიმინდის საუკეთესო მოსავალი მიიღეს.

თხილი

გურიის მუნიციპალიტეტში 2018 წელს თხილის კუკლტურა ყველაზე მეტად დაზიანდა, სპეცილისტები ამბობენ, რომ ამ პროცესში მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შემოწმების შემდეგ აცხადებენ. მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს.

აქვე აცხადებენ, რომ წლევანდელი ზარალის ერთ-ერთი მიზეზი, მოსახლეობის არაინფორმირებულობა იყო. ნინო შეწირული აცხადებს, რომ გურიასთან შედარებით სამეგრელოში თხილის უკეთესი მოსავალი მიიღეს და მიზეზებსაც განმარტავს.

„ეს იმან განაპირობა, რომ შარშან აზიური ფაროსანას პოპულაცია სამეგრელოსთან შედარებით გურიაში შედარებით მცირე იყო, შესაბამისად მისგან მიყენებული ზარალიც. ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის სიმწვავე ჯეროვნად ვერ აღიქვა. ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ არც ქიმიური წამლიობა და არც არც მექანიკური ღონისძიებები განუხორციელებიათ“, - ამბობს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული.

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს და „თხილის მწარმოებელთა ასოციაიციის“ მიერ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ტარდება. სპეცილისტები ყურადღებას სხვადასვხა დაავადებებთან ბრძოლის ხერხებსა და რა თქმა უნდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებებზე აკეთებენ.

მათი რეკომენდაციები გურიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მურთაზ სიხარულიძემ უკვე გაითვალისწინა. ფერმერს თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15 წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვების გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდების, სწორი აგრო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო.

„წელს პირველი წამლობა მაისში ჩავატარე და 1 ჰექტარზე დაახლოებით 500 ლიტრი ქიმიური პრეპარატი გამოვიყენე. მეორედ წ ივნისის შუა რიცხვებში შევწამლე, ერთმანეთში აზიური ფაროსანას, ნაცრის და სიდამპლის საწინააღმდეგო საშუალებები შევურიე. თხილის პლანტაცია მესამედ, კომბინირებული წამლით ივლისში მოვწამლე“, - გვიყვება მურთაზ სიხარულიძე.

ციტრუსი

გურიაში ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. მოსახლეობა მანდარინის მოსავალ იღებს. მათი ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ნაწილი კი გვიყვება როგორ მიიღო სწორი წამლობის შედეგად კარგი მოსავალი და კულტურა მავნებლის დაზიანებისგან დაიცვა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების პარარელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. უკვე გაგაცანით, სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე,რომელმაც სიმინდის კარგი მოსავალი მიიღო. მისი ფერმერული საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება.

გობრონიძე მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე ქიმიური დამუშავების დროს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო.

„მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობა, ჩემი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელა და მოსავალი გაუფუჭდათ. გასულ წელს ფაროსანას წინააღმდეგ მანდარინის პლანტაცია მხოლოდ ერთხელ მოვწამლე და გამიფუჭდა, წელს სხვადასხვა დაავადებებზე რამდენიმე წამლობა ჩავატრე და ყოველ ჯერზე ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს ვურევდი და შედეგიც კარგი მაქვს“, – ამბობს ზვიად გობრონიძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მავნებელტა ბრძოლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, 2019 წლის სამქომედო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობამდე შესაბამისი რეკომენდაციების მიწვდენისთვის უფრო გააქტიურდება საინფორმაციო კამპანიაც.

„იმედი მაქვს წლევანდელი წელი ყველასთვის გაკვეთილი იქნება, რომ მომავალში ერთობლივი ძალით განხორციელდეს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა და საკარმიდამო ნაკვეთები თავად დამუშაონ“, - აცხადაებს ნინო შეწირული.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]