ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, აფეთქების შედეგად დაშავებულები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. გახარიას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მათ საწვავი აერიათ და ცეცხლის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია.
„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მძიმეა. ვესაუბრეთ თბილისსაც, რეანომობილები გამოძახებულია. შვიდივე გადაყვანას არ საჭიროებს. პირველ რიგში, ზუგდიდიდან სამი პაციენტია გადასაყვანი და ორი ხობიდან. ვფიქრობ, შედეგი გვექნება მაქსიმალურად დადებითი, რომ ოჯახი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 კვ.მ. დაიწვა.