weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პატრულებს გუდაური-კობის მონაკვეთზე სიჩქარის მზომი ხელის რადარები ექნებათ

11:17 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სიჩქარის მზომი 9 რადარი აჩუქა, დეპარტამენტის 18 თანამშრომელი კი გადაამზადა.

შსს-ს ცნობით, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები დეკემბრიდან ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ.

„საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე თქმით, სიჩქარის მზომი ხელის რადარების დანერგვის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]