weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს საახალწლოდ 465 ათასი ლარის შოკოლადის შეძენას აპირებს

15:00 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო საახალწლოდ შოკოლადის შეძენას აპირებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 093 ლარის დახარჯვა იგეგმება. ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ 19 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 27 ნოემბრიდან დაიწყება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამინისტრო შოკოლადს (თანმდევი მომსახურებით - შეფუთვით) სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ნაკრების დასაკომპლექტებლად ყიდულობს. სულ 33 340 სასაჩუქრე ნაკრების დამზადება იგეგმება.

შსს 33 340 კომპლექტ შოკოლადის ასორტს შეიძენს. ასორტში შემავალი პროდუქციის ჯამური წონა 1 კგ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. გათვალისწინებულია 66 680 ცალი სამარხვო შოკოლადის ფილის შეძენაც.

33 340 სასაჩუქრე ნაკრები შემდეგნაირად გადანაწილდება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი – 18 892 სასაჩუქრე ნაკრები; დაცვის პოლიცია – 9384; სასაზღვრო პოლიცია – 3544; მომსახურების სააგენტო – 686; „112“ – 455; შსს აკადემია – 268; ჯანმრთელობის დაცვის სამსახური – 111.

მიმწოდებელმა თანმდევი მომსახურების სახით უნდა უზრუნველყოს თბილისში ან მის მიმდებარედ, 30 მ2 სასაწყობე მეურნეობის ფართის გამოყოფა, რომელშიც დასაწყობდება წინამდებარე პროდუქცია, ასევე 33 340 ცალი ღვინის ბოთლი (0,75 ლ), 33 340 ცალი ცქრიალა ღვინის ბოთლი (0,75 ლ) და აღნიშნული პროდუქციის შეფუთვის მიზნით 33 340 გოფრირებული ყუთი (წინამდებარე ფართზე დამატებით გაფორმდება საიჯარო ხელშეკრულება ღირებულებით 150 ლარი).

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 600 000 ლარის კანფეტის ან/და შოკოლადისგან დამზადებული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თანამშრომლებს საახალწლო მისალოც ნაკრებს ტრადიციულად ყოველ წელს გადასცემენ და საჩუქარს ის პოლიციელებიც მიიღებენ, ვისაც შესაძლოა ახალი წლის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მოუწიოს და ვერ შეძლოს ოჯახში დღესასწაულის აღნიშვნა.

„საბოლოო სახელშეკრულებო ფასი ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებული წინადადებების და ვაჭრობის შედეგად შემცირდება“, – უთხრეს „რეგინფოს“ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]