weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა

16:34 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

სადამკვირვებლო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა.

„გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მისი თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა და ამ პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. 

წყაროს განმარტებით, გეგმის მიხედვით, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო პირადობის ხუთი მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი იქნებოდა მითითებული, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა.

„ამ პირის მონაცემები შეყვანილი იქნება რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის“ პრინციპის წესით ხმის მიცემას წარმოადგენს.

წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება. მისივე თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება.

ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო“ პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო“ პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო“ პირებად მიჩნეულნი იყვნენ: სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს.

ამ დროისთვის, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია განისაზღვროს რამდენად მასშტაბურია ეს გეგმა.

ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ პირადონის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესდნენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადების გაკეთებას აპირებენ. სავარაუდოდ, განცხადება გაკეთდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში 17:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზეც.

 

ამ თემაზე:

საარჩევნოდ პირადობის მოწმობების გაყალბება ჭორია – სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]