weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატება

23:05 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

2019 წლის 1 იანვირდან, სახელმწიფო პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში, ამუშავდება ახალი საგრანტო კომპონენტი „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“.

მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრები.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის 6 ივნისს.

გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე, თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოების და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის ბენეფიციარები შეუძლია გახდეს - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება:

7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;  

35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;  

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას /ქართულ ან აფხაზურ ენებზე. განაცხადი შედგება აუცილებელი, შესავსები ველებისგან და თავისუფალი ტექსტის ფანჯრისგან. შერჩევის მეორე ეტაპზე კი, ხორციელდება ბიზნესგეგმების განხილვა/შეფასება და  გამოვლინდებიან გამარჯვებულები. შერჩევის პროცედურები განხორციელდება გამყოფ ხაზთან მიმდებარე რუხის ცენტრში განთავსებულ სსიპაწარმოე საქართველოშისერვის ცენტრში.

პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსება განხორციელდება  წარმოდგენილი პროექტით (ბიზნესგეგმით) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შესაძენად, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]