weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

09:11 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზესტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გახსნა.

პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იზოლატორში დასაქმებული ექიმები აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნის პროექტის ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის დასაწყისში მოხდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასაც ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.

2018 წლის ნოემბერში 6 იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. დანარჩენ იზოლატორებში ტექნიკის განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]