weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთში ლავას ოღლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა – შსს

01:31 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძის თურქეთის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ადვოკატი ამბობს, რომ ლავას ოღლი საპყრობილიდან გაათავისუფლეს. ტელეკომპანიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის გათავისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

„ტელეკომპანიისა და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, თურქი სამართალდამცველების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციით, ლავას ოღლი თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და საპატიმროში იმყოფება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 ივლისს აჭარაში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ მინდია გორაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ლავას ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. იგი, 2018 წლის 20 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს და 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა წარმოადგენს“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]