weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ბახტაძე - ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი და განვითარებული

12:12 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

„ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო სერვისზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება და შესაბამისად,  თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას ცხოვრების თანაბარი პირობები.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე  ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს, გათვალისწინებული იქნა თქვენი მოთხოვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან წნორელებს საშუალება ექნებათ, წნორიდან გაუსვლელად საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღონ, მათ შორის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები.

„ასევე სასიხარულოა, რომ ამ ცენტრში კერძო სექტორიც იქნება წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რომ ამ ცენტრში ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის - ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს წნორში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით. ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ხელმისაწვდომია ბეჭდური გამოცემებიც.

საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის, 30 ადამიანზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების, ასევე ფილმების ჩვენების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]