weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება – შს მინისტრი

13:17 კვირა, 25 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. როგორც გახარიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება უახლოეს პერიოდში შევა.

„მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის მიერ ბიზნესის შესაძლო რეკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ეს ბრალდებები ღიმილისმომგვრელია და არჩევნებთანაა დაკავშირებული.

„რაც შეეხება ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით, დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და შემდგომ ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი. მთავარია, რომ ამის შემდგომ არ დაგვრჩეს ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]