„ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში გოგა ინჯგია აცხადებს, რომ ბავშვებს აძინებდნენ, როდესაც ჯერ ხმა გაიგეს, შემდეგ კი პირველ სართულზე მდებარე ბინის აივანზე ცეცხლი დაინახეს.
„ყველამ იცის რას უკავშირდება ეს ყველაფერი. იციან, რომ აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში ვაშაძის მიმართულებით. პირადი ინტერესი არ უნდა იყოს ეს. ალბათ, გამაფრთხილეს“, – ამბობს გოგა ინჯგია.
ოჯახმა ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.