weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერის ბინაში „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდეს

00:26 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ბინაში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. შემთხვევა გვიან საღამოს, მე-17 მიკრო-რაიონში მოხდა.

„ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში გოგა ინჯგია აცხადებს, რომ ბავშვებს აძინებდნენ, როდესაც ჯერ ხმა გაიგეს, შემდეგ კი პირველ სართულზე მდებარე ბინის აივანზე ცეცხლი დაინახეს.

„ყველამ იცის რას უკავშირდება ეს ყველაფერი. იციან, რომ აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში ვაშაძის მიმართულებით. პირადი ინტერესი არ უნდა იყოს ეს. ალბათ, გამაფრთხილეს“, – ამბობს გოგა ინჯგია.

ოჯახმა ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]