weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წითელ ხიდზე ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს

18:31 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

წითელ ხიდზე ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაცემია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაზარალებული მძღოლის შვილი ამბობს, რომ მამამის თავს დაესხნენ შეიარაღებული ნიღბიანები, რომლებმაც ის სასტიკად სცემეს.

„მამაჩემს წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლოებით დილის 10 საათზე ამ გზაზე BMW-ს მარკის მანქანა დაედევნა და გზა გადაუღობა. შემდეგ 4-5 ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, ისროლეს გაზის იარაღიდან, ყველა ნახევრად გათიშული იყო. მამაჩემი სასტიკად უცემიათ. კლიენტებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გარკვეულ ოდენობით ფული და მანქანის გასაღები წაუღიათ“, – ციტირებს „რუსთავი 2“ ინურ მამედოვის კომენტარს.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]