weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღში მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო

23:35 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018
ფოტო: სიღნაღის მერია ფოტო: სიღნაღის მერია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიღნაღში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შენობაში სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.

„რამდენიმე წელია ჩვენი მეხანძრეები სიღნაღში ფაქტობრივად შენობის გარეშე არიან და სახანძრო სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს. დღეს საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე სტანდარტების დეპოს მშენებლობას, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება.

ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა სიღნაღის მუნიციპალიტეტს 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მისი გახსნისთანავე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკიც განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]