weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ბიძის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს

10:07 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში 53 წლის მამაკაცი მოკლეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა ლ.ა.-მ სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა საკუთარი ბიძა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]